სომხეთში, საქართველოს საზღვართან 150 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დღეს, თბილისის დროით 15:29 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 150 კმ_ში, ვანაშენთან, მოხდა 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათ ინსტიტუტი ავრცელებს.

ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.