სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 18 მაისს განაახლებს - სომხური მედია

პუბლიკა

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 18 მაისიდან განაახლებს, თუმცა მგზავრებისთვის ტრანსპორტში პირბადებიის გამოყენება სავალდებულო გახდება. მედია შეზღუდვების მოხსნაზე ინფორმაციას ვიცე-პრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სრულად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სავაჭრო მოედნები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები დახურულ სივრცეებშიც კი შეძლებენ მომსახურების გაწევას, მუშაობას განაახლებს სპორტული დარბაზები და ისტორიულ-კულტურული ზონები ღია ცის ქვეშ“, – განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გახანგრძლივდა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

სომხეთში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით 3860 ადამიანია ინფიცირებული, დღეს ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 49 ადამიანი.