სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ინდივიდები „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურებიან და ქართულ საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებენ.
წერილში აღნიშნულია, რომ სომხური სამოქალაქო საზოგადოება აღფრთოვანებულია ქართული მხარის მიერ გამოვლენილი გამძლეობით, მდგრადობითა და ურყეობით მმართველი ხელისუფლების ნაბიჯების წინააღმდეგ.
სომხური სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით, იმ ადამიანების გონებაში, რომლებსაც მე-20 საუკუნის ისტორია ახსოვთ, „უცხოური გავლენის“ კონცეფცია მჭიდროდაა დაკავშირებული შეთქმულების თეორიებთან, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უდანაშაულოების დევნისთვის.
„ამ წერილით ჩვენ, სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ინდივიდები გამოვხატავთ მტკიცე სოლიდარობას თქვენ მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის სახით, ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით.
იმ ადამიანების გონებაში, რომლებსაც ახსოვთ მე-20 საუკუნის ისტორია, უცხოური გავლენის კონცეფცია მჭიდროდაა დაკავშირებული შეთქმულების თეორიებთან, როლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისა და უდანაშაულოების დევნისთვის, რის გამოც ჩვენი ერები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ჩვენ გვჯერა, რომ იმ მომენტებში, როდესაც დემოკრატიას მრავალი კუთხით ესხმიან თავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრო დემოკრატიული ძალების გაერთიანება და დამცავი კედლების აგება მისი დასუსტების მცდელობებისთვის ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენ მოვლენების განვითარებას მწუხარებით ვადევნებთ თვალს, მაგრამ ასევე აღფრთოვანებულნი ვართ თქვენს მიერ გამოვლენილი გამძლეობით, მდგრადობითა და ურყეობით. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება ღრმად და არსებითად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებაში და ისტორიის ყველაზე ბნელ საათებშიც კი მისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა კომპრომეტირებული“, – აღნიშნულია წერილში.