სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა და მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დამატებით დაადგინა, რომ გოგაშვილს ხელი მიუწვდებოდა პირად და პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა სახლში. ინფორმაციის ნაწილი გოგაშვილმა გადასცა სხვა პირს. პროკურატურის შეფასებით, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.

პროკურატურის ცნობით, გოგაშვილი ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.