ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
“ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა.
შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად”. – ვკითხულოთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.