სპალეტი: კვარამ გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა

პუბლიკა

იტალიური საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის” მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვალისთვის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას კვარაცხელიას სტატუსზეც ჰკითხეს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

„კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როდესაც იგი მანიფესტაციას სოციალური ქსელით შეუერთდა, ასე უნდა მოიქცე როდესაც უსამართლობას აწყდები, საკუთარი მოსაზრების გამოსახატად მან გამოიყენა თავისი სიტყვის ძალა და ამ ფორმით ქართველს ხალხს გვერდით დაუდგა”. – თქვა პასუხად სპალეტიმ.

მის სიტყვებს სპორტული ტელეკომპანია „სეტანტა” ავრცელებს.

სპალეტის თქმით, კვარაცხელიას ეს ნაბიჯი უფრო მეტად იმსახურებს პატივისცემას ვიდრე გოლი რომ გაეტანა.

„საქართველოს მომავალი ევროპაშია” – დაწერა ფეისბუქზე ნაპოლის ქართველმა ვარსკვლავმა, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება რუსული კანონპროექტის იმპლემენტაციას ცდილობდა.

მოგვიანებით ხელისუფლებას მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან წაღება მოუწია.