ინტერნეტპროვაიდერ „სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ. კომპანია საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ კომპანიის სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ სამუშაოებს, რათა სერვისი აღდგეს უმოკლეს ვადებში.
„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, ინტერნეტის მიწოდება ხარვეზებით მიმდინარეობს. კომპანიის სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ სამუშაოებს, რათა სერვისი აღდგეს უმოკლეს ვადებში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებს „სილქნეტი“.