სპეცრაზმელმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა

პუბლიკა

სპეცრაზმმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა.

ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.

ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.