პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი არბევს. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ასევე, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.
როგორც ადგილიდან „პუბლიკის“ კორესპონდენტი ამბობს, ჩიტაძის ქუჩა სრულიად დაიკავა სპეზრაზმმა.
აქციის მონაწილეები არ იშლებიან და ისინი სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ ისევ პრუნდებიან პარლამენტთან.
პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.
მოქალაქეებმა აქცია დააანონსეს და პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა აქციაზე გაიგეს კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შესახებ. მოქალაქეების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება.