სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი

პუბლიკა

სპეცრაზმი მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს. პარლამენტის უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს მათ სპრეი რამდენჯერმე შეასხეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურადაც იძალადა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობის ერთ ჭიშკართან ჟურნალისტები განლაგდნენ, მეორე მხარეს კი მოძრაობა „ახალის” წევრები, რათა დეპუტატებისთვის დისკომფორტი შეექმნათ.

ადგილზე პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. მათ მოქალაქეებს შენობის გასასვლელები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ „ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება და მუშაობაში ხელის შეშლა აკრძალულია” და მოქალაქეებს „კანონის დაცვისკენ მოუწოდა”.