სპეკულაციაა, რომ ვინმე „ანას ბაღს" ეხება - თბილისის მერის მოადგილე

პუბლიკა

სპეკულაციაა ის, რომ ვინმე „ანას ბაღს” ეხება, –  განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა „ანას ბაღთან” დაკავშირებით.

მისი თქმით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს”. საუბარია „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე, რისი გამოყენებაც მოსახლეობის მიერ ხდებოდა საპარკინგედ და სხვადასხვა მიზნით. ამის [ამ ტერიტორიის] გასხვისება მოხდა 2017 წელს და ამაზე არის ახლა ძირითადი დავა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინტესტორთან, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღი”, რომელსაც  არის 300 კვადრატული, გადასცეს მას 200 კვადრატი და ასევე გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან-ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს” და მოუვლის. შესაბამისად, „ანას ბაღის” დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდება და გალამაზება”, – განაცხადა ელოშვილმა.

მისი თქმით, არანაირი საფუძველი ინვესტორისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზებას არ აქვს, „იმიტომ, რომ დაშორებები კორპუსებს შორის არის 40-50 მეტრი, ასეთ კორპუსებში ვცხოვრობთ მეც და ალბათ ბევრი თქვენგანი. არგუმენტები, რომ იქ ხმაური იქნება და მშენებლობის დროს ჩვენ შევწუხდებით დ … 60-ბინიან კორპუსზეა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ და არავინ „ანას ბაღს” არ ეხება”.

როგორც ელოშვილმა განაცხადა, მერიამ ყველაფერი იღონა, რომ მშენებელი კომპრომისზე წასულიყო და ეს ასევ მოხდა. მერიაში მიაჩნიათ, რომ ინვესტორმა ძალიან ბევრი რამ დათმო.

„კომპანიასთან გვაქვს რამდენიმეთვიანი კომნიკაცია, მათ დათმეს ტერიტორიები, მათ დათმეს შესასვლელი, მზად არიან, რომ კეთილმოაწონ ეს ბაღი და „ანას ბაღი” 300-დან გახდა 800 კვადრატული და რაზე უნდა აიღოს კიდევ თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა?!”, – აცხადებს ელოშვილი.


დღეს ვარკეთილში „ანას ბაღის” დასაცავად მოსახლეობა კვლავ შეიკრიბა. მათ მხარდასაჭერად მოსახლეობა სხვადასხვა უბნიდან მივიდა.

მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.