დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტდარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობისთვის მზადება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად PalitraNews-მა გაავრცელა.
მედიაორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპორტულ დარბაზში ანთავსებენ საწოლებსა და ასევე, სხვა სამედიცინო ინვენტარს.
„პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ დიღმის ოლიმპიურ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა. მათი თქმით, დამატებით დეტალებზე უახლოეს მომავალში მინისტრი ისაუბრებს.