ახმეტაში ზვიად ზვიადაური დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ქალაქის ცენტრში მოხდა, სადაც ურთიერთშელაპარაკებისას ორი ადამიანი დაიჭრა.
დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებიან.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.