სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს

პუბლიკა

ახმეტაში ყოფილი დეპუტატი და ძიუდოისტი ზვიად ზვიადაური დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ქალაქის ცენტრში მოხდა, სადაც ურთიერთშელაპარაკებისას  ორი ადამიანი დაიჭრა.

დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებიან.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.