ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პირველი ბრძოლა მოიგო.
შეხვედრა აბუ დაბიში, „მებრძოლთა კუნძულზე“, ლიანა ჯოჯუამ პირველივე რაუნდში შეძლო მეტოქის დამარცხება. სპორტსმენის მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა იყო. ლიანა ჯოჯუას თქმით, მან მისი საყვარელი ილეთით გაიმარჯვა.
ლიანა ჯოჯუას UFC-ში დებიუტი შარშან ჰქონდა. ის სარა მორასთან მესამე რაუნდში დამარცხდა.