სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება - საკოორდინაციო საბჭო

პუბლიკა

„სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება“, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე. ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა ღიბრაძემ.