კასპში დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი დაჭრილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, Tუმცა, ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, ესენია:
108-ე – (განზრახ მკვლელობის მუხლი), 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარება).