დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 77 343 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 13 084 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აიცრა 4 056 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
ამ დროისთვის საქართველოში 45 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქისთვის შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“.