სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 14.8% - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 235 386 აცრა;

1 დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.5%;

სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 14.8%;

1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი.

1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.