დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.5% ;
სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.1% ;
ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი.
დღეს კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 838 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო 7 დღის – 7,21%;