სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში საჰაერო მიმისვლა წყდება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და შესრულდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ავიახაზები და შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა, მაშინვე გადაინაცვლებს საკარანტინო ზონაში.