დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ფეისბუქლაივში საზოგადოებისა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ერთ ერთი შეკითხვა საქართველოში გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე ახალი შეზღუდვების შემოღებას ეხებოდა.
„სრული ლოქდაუნი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ ძლიერ დეპრესიაში შეიყვანს, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა განიხილება არსებულის ზემოთ გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება“. – განაცხადა ამირან გამყრელძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ეპიდსიტუაცია უკონტროლო არ გახდეს და ამბობს, რომ მისი რწმენით, ეპიდსიტუაცია უკონტროლო არ გახდება.
„დიახ, გვაქვს სერიოზული ეპიდსიტუაცია. შემთხვევათა ზრდა ეს არ არის მარტივი საქართველოსთვის. ყოველდღიურად 3000 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა ზეწოლას უძლებს. მაგრამ რომ შევამსუბუქოდ ზეწოლა ამიტომ არის წერტილოვანი შეზღუდვები საჭირო“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.