დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, „როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს“.
„ბავშვებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური და სპეციალური დახმარება, მათთვის ამ დახმარების შეწყვეტა ან გადავადება შეიძლება იყოს დამატებითი საფრთხეებისა და რისკის შემცველი, მათი ამ ძირითადი დაავადების ან მდგომარეობის გაღრმავების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ასეთი ბავშვების მომსახურება თუ მათთვის მომსახურების მიწოდება უნდა იყოს აღდგენილი და ასეთი ცენტრების ფუნქციონირება უნდა განახლდეს მაშინ, როგორც კი ამის შესაძლებლობას მოგვცემს ეპიდსიტუაცია. ამასთანავე ადამიანები, ვინც მსგავსი ტიპის მომსახურებას უწევენ შშმ პირებს, იქნება ეს ბავშვი თუ მოზრდილი, უნდა მოემზადონ იმ სიტუაციისთვის, როდესაც ისინი ისევ სრული დატვირთვით ამუშავდებიან. ანუ შექმნან ისეთი გარემო, რომელიც უსაფრთხო იქნება მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.