სტამბოლის მერი ამბობს, რომ ვერ ახერხებენ დაავადების შემთხვევების ზრდის შეჩერებას

პუბლიკა

ევროპის ერთ-ერთ უდიდესი ქალაქი, სტამბოლი ვერ ახერხებს, შეაჩეროს კორონავირუსით დაავადებების შემთხვევების ზრდა, რადგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად. ამის შესახებ სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ Reuters-თან განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემას აღრმავებს ოპოზიციურ მუნიციპალიტეტსა (იგულისხმება სტამბოლი და მისი ოპოზიციური მთავრობა) პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის დაძაბულობა. სტამბოლის მერის თქმით, ყურადღება გადადის სხვა საკითხებზე და არა პამდემიასთან ბრძოლაზე.

worldometers-ის ბოლო მონაცემებით, ბოლო სამ კვირაში თურქეთში ახალი კოორნავირუსული ინფექციის 18,757  შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 356 ადამიანი.

მერის განცხადებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას, დარჩენილიყვნენ სახლში, ასევე დააწესა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ უფრო ჩაკეტილიყო საზოგადოებრივი ცხოვრება და ეს ხდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით.

იმამუღლო აცხადებს, რომ თურქეთში კრიტიკული სიტუაციაა, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში.

სტამბოლის მერის განცხადებით, სტამბოლის მოსახლეობის 15% გამოდის გარეთ და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„2 მილიონზე მეტი ადამიანი გადის გარეთ ყოველდღიურად, რაც ძალიან საშიშია და ხალხის ეს რაოდენობა საშუალოდ რომელიმე ევროპული ქალაქის რაოდენობის ტოლია“, – თქვა სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ.


„სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ექრემ იმამოღლუ უკანასკნელი 25 წლის განმვალობაში პირველი ოპოზიციონერია, რომელმაც სტამბოლის მერის თანამდებობა დაიკავა. იმამოღლუმ თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში არჩენები 2019 წელს მოიგო და მმართველი პარტია დაამარცხა.