თურქეთში, სტამბოლში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ხორას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება. – ინფორმაციას BBC-ის თურქული გამოცემა ავრცელებს.
ბიზანტიური ტაძარი მე-16 საუკუნეში, ოსმალების პერიოდში მეჩეთად გადააკეთეს, ხოლო 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსს ატარებს.
მონასტერში დაცულია შუა საუკუნების პერიოდის ბიზანტიური ფრესკები და მოზაიკა. ამჟამინდელი შენობის უდიდესი ნაწილი მე-11 საუკუნით თარიღდება, თუმცა ხორას ტაძრის მშენებლობა მე-6 საუკუნეში დაიწყო.
ივლისში თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 1934 წელს მიღებული დადგენილება, აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა და აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა.
1945 წლის შემდეგ პირველად 24 ივლისს აია სოფიას ტაძარში მუსლიმური მსახურება გაიმართა, რასაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებოდა.
ტაძარში მუსლიმური მსახურების დროს თეთრი ფარდით დაფარეს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის, ღვთისმშობლის უძველესი ფრესკაც.
ხორას მონასტრის მოზაიკა. ფოტო: orthodoxtimes