სტამბულში პროფკავშირებმა, პროფესიულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შრომისა და სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მარში გამართეს – პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
სტამბულში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა, სამართალდამცველების მიერ ბარიერებით შემოსაზღვრულ ტაქსიმისა და გეზის პარკებში შესვლა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
Reuters-ის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პოლიციამ სულ 409 ადამიანი დააკავა, აქედან 407 სტამბულში. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში, რომლებიც 78 პროვინციაში გაიმართა, სულ 286 584 ადამიანი მონაწილეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის და სპეცრაზმის მანქანები.
ასევე მათივე ცნობით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ადამიანების დაკავების პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა.



