ევროკავშირის საგარეო ქმედებათა პრესსპიკერი პიტერ სტანო „ფორმულასთან” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიღება ევროკავშირისგან უკან დახევაა. ის აღნიშნავს, რომ ეს ფაქტია და არა მოსაზრება.
„ევროკავშირი იყო ძალიან მკაფიო, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
კანონის ძალაში შესვლა იწვევს ევროკომისიის მიერ დასახული – ევროკავშირის ლიდერების მიერ კანდიდატის სტატუსისთვის დამტკიცებული ცხრა რეკომენდაციიდან სულ მცირე 3-ის უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ეს არის ფაქტი და არა მოსაზრება.
კანონის მიღება და შესაძლო კონკრეტული პასუხი ევროკავშირის მხრიდან იქნება შემდგომი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში. რეგულარული ყოველთვიური საგარეო საქმეთა მინისტრების [საბჭოზე] შემდეგ ორშაბათს ლუქსემბურგში”, – განაცხადა მან.
გუშინ, 17 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ EU წევრობის მოლაპარაკებების გახსნის საკითხით აშანტაჟებენ, ისევე, როგორც 2022 და 2023 წლებში.
მისივე მტკიცებით, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ამ მოლაპარაკებების გახსნის შანსები საქართველოსთვის 0-დან 20-30%-მდე გაიზარდა.