დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დაარღვევს სამშვიდობო შეთანხმებას, „მის უკან არაფერი იქნება”.
განცხადება სტარმერმა ლონდოთან ახლოს, ნორსვუდის სამხედრო ბაზაზე 31 ქვეყნის ოფიციალურ პირთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე მათ იმსჯელეს, თუ რომელი დასავლური ძალები შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომავალში.
დროს სტარმერმა თქვა, რომ ის სამუშაო, რასაც უკრაინელი მოკავშირეები სწევენ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”.
„გასულ შაბათ-კვირას და 2 კვირით ადრე საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების ჯგუფები შეიკრიბნენ, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური თანასწორობა და კოლექტიური შეთანხმება, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც დაიდება, დაცული იყოს.
ის, რაც აქ ხდება, ამ პოლიტიკურ განზრახვას რეალობად აქცევს, კონცეფციას კი – გეგმებად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ რამ ზუსტად ვიცით – შეთანხმება, რომლის უკანაც არაფერია, პუტინი დაარღვევს. ვიცით, ვინაიდან ეს მანამდეც მომხდარა. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს მერეც მოხდება.
ამიტომ, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპისა და ჩვენი ნატოს მოკავშირეებისთვის და, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა გაერთიანებული სამეფოსთვის”. – თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.