The Killers, Imagine Dragons და სხვა | რომელი უცხოური ჯგუფები ჩამოჰყავს მთავრობას კონცერტებისთვის

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში კამპანიას, „Starring Georgia“-ს იწყებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

„Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

  • Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
  • FKJ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage
  • Damian Lazarus / 10 აგვისტო / „The Social Space“
  • The Killers / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“
  • All Day I Dream / 18 აგვისტო / „The Social Space“
  • Imagine Dragons/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, BSA.ge-ს ვებგვერდზე დაიწყება.