სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 

პუბლიკა

ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. მარიამ ლაშხი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების” წევრია, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის.

სტარტაპერებს სურთ, კანონპროექტი და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ.

„პარლამენტარი მარიამ ლაშხი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემას წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აშენებდა და პარლამენტში ის ქართულ ტექნოალოგიურ ეკოსისტემას “წარმოადგენს”. მარიამ ლაშხის პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია, რის გამოც, მიმდინარე კვირაში, მისთვის სასურველ დროსა და ადგილას მასთან შეხვედრას ვითხოვთ, რათა საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით პასუხი გაგვცეს და განგვიმარტოს, თუ რატომ არ დააზიანებს ეს კანონი და მიმდინარე პროცესები ქვეყანას და მათ შორის, ქართულ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას”. – ნათქვამია სტარტაპერების განცხადებაში.