ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა შეასწორეს. მონაცემების დაზუსტების შემდეგ ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვს 1290 ადამიანი დაემატა. ეს აქამდე აღრიცხულ გარდაცვილთა რაოდენობის თითქმის მესამედია.
როგორც CNN წერს, ქალაქ უჰანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სტატისტიკის შესწორება გამოიწვია ეპიდემიის პირველ ხანებში სახლში გარდაცვლილთა აღრიცხვამ. ხელისუფლების წარმოამდგენლები ამბობენ, რომ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში იყო, ფოკუსი მიმართული იყო საავადმყოფოებზე და სახლებში გარდაცვლილი მოქალაქეები ოფიცილაურ სტატისტიკაში ვერ ხვდებოდნენ. ამჟამად უჰანში ახალი მონაცემებით გადაცვლილია 3869 ადამიანი. აქამდე კი უჰანში გარდაცვლილად 2279 ადამიანი ითვლებოდა. შესაბამისად, სტატისტიკის ჩასწორების შემდეგ უჰანში გარდაცვილთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მონაცემების დაზუსტება მნიშვნელოვანი იყო „ისტორიის, ხალხისა და ვირუსის მსხვერპლთა წინაშე ანგარშვალდებულების გამო, ასევე ინფორმაციის გახსნის, მონაცემების გამჭვირვალობისა და სიზუსტისთვის“.