სტიქიის გამო სამეგრელოში ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს

პუბლიკა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საკუთრება დააზიანა. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიას ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ ქარმა სახლს მთლიანად გადახადა  სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟიც.