ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 29 ცხედარია ნაპოვნი. ეძებენ კიდევ 4 ადამიანს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.