სტიქიის ზონაში ნაპოვნი 17 ცხედრიდან, 12 იდენტიფიცირებულია - რაჭის მაჟორიტარი

პუბლიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 17 ცხედრიდან, 12 იდენტიფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ კიდევ 17 დაკარგულს.

„17 ცხედარია აღმოჩენილი და ყველა ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული. აქედან, 12-ია იდენტიფიცირებული. 6-ის იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, 6 ცხედარი კი ოჯახმა ამოიცნო. მიმდინარეობს 5 დაღუპულის იდენტიფიცირება. ახლა ვეძებთ 17 ადამიანს“, – თქვა ენუქიძემ.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 17 ადამიანი ემსხვერპლა. 17 ადამიანს კი ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.