ონის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.
სტიქიის ზონაში 5 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
„გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის“, – განაცხადა შერაზადიშვილმა.
მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები.