აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ამბობს, რომ „უკრაინაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები”.
„ისინი ამაზე დათანხმდნენ. უკრაინაში არჩევნები იქნება”. – თქვა მან.
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს კენჭისყრას საომარი მდგომარეობის დროს.
უიტკოფს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა არჩევნების ჩატარებას ომის მიმდინარეობის პარალელურად.
„ზელენსკი ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. ვფიქრობ, ის ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის ებრძვის ბირთვულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელსაც მის ქვეყანაზე 4-ჯერ დიდი მოსახლეობა ყავს”. – თქვა უიტკოვფმა.
გარდა ამისა, უიტკოფვმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ უკრაინის რეგიონების სტატუსს უწოდა “სპილო ოთახში”, რომელზეც არავის სურს საუბარი.
„ისინი რუსულენოვანები არიან, მათ ჩაატარეს რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სურდა რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა“, – თქვა უიტკოფვმა და დასძინა, რომ რუსეთი უკვე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და საკითხავია, მზად არის თუ არა მსოფლიო, აღიაროს ისინი, როგორც რუსული და „შეუძლია თუ არა ზელენსკის პოლიტიკურად გადარჩენა, თუ ეს მოხდება”.
უიტკოფმა ასევე თქვა, რომ უკრაინა არ იქნება NATO-ს წევს, მაგრამ დასძინა, რომ უკრაინელებთან იყო საუბარი “მეხუთე მუხლზე”, რომლის მიხედვითაც, NATO-ს თითოეული წევრი იღებს დაცვას სხვა წევრებისგან. მისი თქმით, განხილვის საგანი იყო, იყო თუ არა უკრაინას ასეთი დაცვის მიღებას ალიანსის წევრობის გარეშე.
„რაც შეეხება ნატოს, ვფიქრობ, ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა, იერმაკმა, უკვე დიდწილად აღიარეს, რომ ისინი არ იქნებიან NATO-ს წევრები“. – ამბობს ტრამპის წარმომადგენელი.
უიტკოფმა ასევე თქვა, რომ ვერ მისცემს უკრაინას უფლებას, აშშ „მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს”.
კიევს უიტკოფის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.