სტოლტენბერგი: უნგრეთი NATO-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ვეტოს არ დაადებს

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლენბერგის განცხადებით, უნგრეთი ვეტოს არ დაადებს NATO-ს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესახებ.

სტოლტენბერგი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება. მისი თქმით, უნგრეთი NATO-ს დახმარების ამ პაკეტში თავის წვლილს არ შეიტანს. თუმცა, არც ხელს შეუშლის მოკავშირეებს, გამოყონ ფინანსური დახმარება ომში მყოფი უკრაინისთვის.

NATO-ში გადაწყვეტილებების მიღებას სრული კონსენსუსი სჭირდება.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეთანხმებას ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას NATO-ს მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ, ხოლო სხვებს საშუალებას მისცეს, წინ წავიდნენ. უნგრეთი აგრძელებს ნატოს ყველა ვალდებულების შესრულებას და რჩება მის ღირებულ მოკავშირედ”. – დაწერა სტოლტენბერგმა X-ზე.