სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ დაინიშნა

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება.   ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. დღეს, დილით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა.

„2022 წლის 18 მაისს, ოთხშაბათს, ნატოს გენერალური მდივანი, ბატონი იენს სტოლტენბერგი მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მედია შეხვედრას ვერ დაესწრება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.