იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
„სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბექა ძამაშვილის განცხადებით, სასამართლომ, ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლო 19 ნოემბერს სახელმწიფოსგან სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.