„სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლო 19 ნოემბერს სახელმწიფოსგან სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.
წერილი, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეა დაწერილი, რადგან წერილში მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს შეწყვიტოს შიმშილობა და ასევე, აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც შეეფერება აპლიკანტის ჯანმრთელობის გარემოებების ცვლილებას და უნდა გაითვალისწინოს 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასება. ეს ორი ცალკეული დროებითი ზომა ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის.