სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2-ის~ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ითხოვდნენ.
18 ივლისს სტრასბურგმა დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.