სტრასბურგში Covid 19-ით ჩვენი მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - იმნაძე

პუბლიკა

დაავდაებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სტრასბურგში Covid 19- ის ინფექციით საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი.  საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.


stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით საქართველოში არის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 230;
  • გარდაცვლილია – 3
  • კარანტინის რეჟიმშია – 4908;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429;