ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები.
პოლიტიკური პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებელის”, საარჩევნო ნომერი 1 იქნება. თუმცა მათ ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში არა “სტრატეგია აღმაშენებელი,“არამედ „მესამე ძალა” ჰქვიათ.
პუბლიკა დაინტერესდა რატომ შეიცვალა მათი სახელი ბიულეტენში და რას ნიშნავდა ეს ცვლილება, თუმცა, პარტიის პრესამსახურში განმარტებზე უარი განაცხადეს.
პრესსამსახურის თქმით, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” არ დაშლილა, და კიდევ არსებობს, თუმცა დამატებით ვერაფერს იტყოდნენ და დანარჩენ დეტალებს სხვა დროს გაამხელენ.
აღსანიშნავია, რომ ამის სახელის ცვლილების შესახებ პრესამსახურს თავდაპირველად ინფორმაცია არ ჰქონდა. ასევე არაფერი იცოდა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ.