სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერას უცხადებენ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აქტივისტს, აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერას უცხადებენ. ჩიქობავა თსუ-ის მოწვეული ლექტორია.

შსს-მ კეკელიძის ქუჩაზე 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირი, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს

წერილში, რომელსაც ამ ეტაპზე 100-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ  სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ აკაკი ჩიქობავას, „ადამიანს, ვინც გულხელდაკრეფილი არ ზის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს გამოსახლების უსამართლობას და მუდამ მხარში გვიდგას“.

სტუდენტები ამბობენ, რომ თუ ჩიქობავა და ძალადობრივი გამოსახლების დროს სხვა დაკავებულები დაუყოვნებლივ არ გათავისუფლდებიან, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება.

გთავაზობთ სტუდენტების წერილს:

„მხარს ვუჭერთ ჩვენს მასწავლებელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორს – აკაკი ჩიქობავას. ის ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს.

აკაკი ჩიქობავა ჩვენთვის გამორჩეული ლექტორია – არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ლექციები ყოველთვის გამოირჩევა სიღრმით, ენერგიით და იუმორით, არამედ იმის გამოც, რომ ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ჭირდება – სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, გამოსახლების პირას მყოფ ოჯახს, გაფიცულ მშრომელს.

აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერა ჩვენ ვნახეთ მაშინ, როდესაც საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს ვითხოვდით. ის იყო ლამის ერთადერთი ლექტორი, რომელიც საჯაროდ და დათქმების გარეშე უჭერდა მხარს ჩვენს ბრძოლას და ჩვენთან ერთად ითხოვდა საერთო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის. ის ჩვენთვის საიმედო საყრდენია, რომლის გამოცლის უფლებასაც არავის მივცემთ.

საცხოვრებლის პრობლემა ჩვენთვის არ არის შორი. სტუდენტებმა ყველაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს უბინაობა, რას ნიშნავს ქირით ცხოვრება, როდესაც შენი ოჯახის შემოსავალი არასტაბილური და მოყანყალეა. ქირის გადასახადელად ჩვენ ვმუშაობთ – ვმუშაობთ, რომ ვისწავლოთ, მაგრამ სამუშაო სწავლისგან გვწყვეტს.

ჩვენ სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვისაც უკანასკნელი თავშესაფრიდან ასახლებენ და სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვინც გულხელდაკრეფილი არ ზის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს გამოსახლების შემზარავობას.

თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ მართლობს, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ ძარცვა-გლეჯა წესია, ხოლო ემპათია და სოლიდარობა კრიმინალია.

ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება!”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სტუდენტები (განახლებადი):

  1. გვანცა ტალახაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  2. ნია ბუიძე, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
  3. ნათია ინწკირველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.
  4. ნია ათაბაძე, პირველი კურსის სტუდენტი
  5. სოფიო ჯაფარიძე, პირველი კურსის სტუდენტი.
  6. მადონა მოდებაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  7. ანი ბაღდადაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  8. დიანა ჯაჭვაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  9. მარიტა აშორტია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  10. ანა აჩელაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პირველი კურსის სტუდენტი.
  11. მარიამ ბულისკერია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
  12. ელენე გოგოტიშვილი.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,მესამე კურსის სტუდენტი
  13. ნინი ართილაყვა , ჰუმანიტარულ მეცნიერევათა ფაკულტეტის, მეოთხე კურსის სტუდენტი.
  14. ანა წიგნაძე. დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  15. გვანცა სამაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუდენტი.
  16. ანანო ენდელაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსის სტუდენტი.
  17. დაჩი ორაგველიძე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი , პირველი კურსის სტუდენტი
  18. მარიამ ოსიაშვილი ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,მეოთხე კურსის სტუდენტი .
  19. ნუცა სოხაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  20. ვერიკო ჩილაჩავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მეორე კურსის
  21. სტუდენტი
  22. გიორგი პაპასქირი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.მეოთხე კურსის სტუდენტი.
  23. ანნა ჯოხაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მეოთხე კურსის სტუდენტი.
  24. ანი ხუჭუა,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.პირველი კურსის სტუდენტი.
  25. თეონა წიქარიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მესამე კურსის სტუდენტი.
  26. მაგდა ჭილაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. პირველი კურსის სტუდენტი.
  27. სალომე შარიქაძე- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  28. დავით სამხარაძე- თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. (მაგისტრატურა)
  29. მარიამ ცეცხლაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
  30. მარიამ ლაბაძე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
  31. საბა სვანი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორია, V კურსი.
  32. ლალი ნარიკაშვილი, ქართული ფილოლოგია
  33. ელლა მოლაშხია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პირველი კურსის სტუდენტი
  34. მარიამ ცეცხლაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
  35. მარიამ გრძელიძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსი.
  36. მარი სახოკია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.1 კურსი.
  37. ლევან ოთიაშვილი სოც-პოლი. მეოთხე კურსი.
  38. მარიამ ფერაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი
  39. მიხეილღამბაშიძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მეოთხე კურსი.
  40. დიტო ბელქანია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის მიმართულება.
  41. ხატია ეზიეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პირველი კურსი
  42. ელენე ბახია – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  43. ლუკა თორდინავა, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი .
  44. ნინი ლიპარტელიანი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსი.
  45. ლუკა გოგინოვი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუდენტი.
  46. გაბრიელ რაზმაძე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  47. ანა სისვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
  48. ირაკლი ჩიქოვანი, სოცპოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი
  49. მარიამ გაბრიჭიძე- ჰუმანიტარულ
  50. მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუდენტი.
  51. მარიამ ბარბაქაძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პირველი კურსი.
  52. ლელა კასრაძე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი.
  53. ქეთი ხუსკივაძე. მეოთხე კურსის სტუდენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  54. ანნა ბახტურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი.
  55. მარიამ ჯავახიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  56. ნიკოლოზ გოგეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  57. თეონა მიდელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე3 კურსის სტუტენდი
  58. ეკატერინე მუშკუდიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.
  59. მართა ქორაია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პირველი კურსი
  60. მარიამ ესებუა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი.
  61. მარიამ ჯინჯოლავა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.
  62. ლიკა შენგელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი.
  63. გიორგი გოგიშვილი, თსუ ისტორიის პროგრამის III კურსის სტუდენტი
  64. მედეა ბიწაძე.მეორე კურსის სტუდენტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ისტორია).
  65. რუსუდან ისერგიშვილი-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსის სტუდენტი.
  66. ქეთი კვირიკაშვილი, მეოთხე კურსი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  67. ნინო კვარაცხელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსის სტუდენტი
  68. მარიამ ბერიაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსის სტუდენტი.
  69. გიორგი ალავიძე, იურიდიული ფაკულტეტი მე-2 კურსის სტუდენტი
  70. ირაკლი მახათაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  71. საბა გიორგაძე , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  72. გაბელია მირანდა,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.
  73. ნატრული დარასელია ჰუმანიტარულმეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.
  74. მარიტა ხარშილაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  75. ანა ტატულაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი.
  76. ანა ალიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  77. დიანა კაკაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე4 კურსის სტუდენტი.
  78. მარიამ შენგელია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი.
  79. ელენე კეკუტია,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მეოთხე კურსი.
  80. სალომე რამიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი , დამამთავრებელი კურსი
  81. ელენე ბარამიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  82. შალვა გოროხოვი, დამამთავრებელი კურსი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  83. ლელა გორგაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პირველი კურსი.
  84. ილონა კეკუა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  85. მარიამ ერაძე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. IV კურსის სტუდენტი.
  86. ელენე კეკუტია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  87. ნინი კირთაძე – ჰუმანიტარულ მეციერებათა ფაკუკტეთი, მეორე კურსის სტუდენტი.
  88. საბა ბულისკერია -ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფილოსოფია ფაკულტეტი, მაგისტრატურა.
  89. ქეთევან კუპრეიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მეორე კურსი.
  90. ლუკა რეხვიაშვილი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,ისტორიის საბაკალავრო პროგრამა,მესამე კურსი
  91. მარიამ ჭინჭარაული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა.
  92. მარიამ თასოშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  93. გიორგი ბარნაბიშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  94. მარიამ გოგიჩაიშვილი , ჰუმანიტატულ მეცნიერებათა ფაკულტეტი , IV კურსის სტუდენტი.
  95. ბექა შენგელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, დამამთავრებელი კურსი.
  96. მარიამ შამათავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  97. მარიამ მინდიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსის სტუდენტი
  98. თეონა საჩეჩელაშვილი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. IV კურსის სტუდენტი.
  99. გვანცა კუპრეიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსის სტუდენტი.
  100. ნინო გაბელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი
  101. ელენე კოპალიანი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
  102. ნია ბერიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პირველი კურსი.
  103. კონსტანტინე მეგრელიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი
  104. ანანო ნიქიბიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მეორე კურსი
  105. ანა ქიტესაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურის სტუდენტი
  106. თამარ საჟაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მეოთხე კურსის სტუდენტი
  107. 103.ბესიკი ტოფაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრი
  108. ანი ᲗუᲗისანი ჰუმანიტარულ მეცნიერებაᲗა ფაკულტეტის მეოᲗხე კურსის სტუდენტი
  109. სანდრო ზუხბაია.ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა .ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ..
  110. ნუცა საძაგლიშვული – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  111. ომარ შუბითიძე – ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
  112. მარიამ არაბაშვილი- სოციალ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსის სტუდენტი.
  113. ანი მოთიაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუნდეტი
  114. ნინი მერმანიშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  115. ანა ელბაქიძე- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
  116. ნინუ მარქარაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
  117. სალომე სახურია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  118. ჯულია ბლადაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის , მეორე კურსი.
  119. თამარ გიანაშვილი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსი.
  120. მანო ბანცაძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი.
  121. ანი ლოლაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  122. ნანა მდინარაძე- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუდენტი
  123. ანა ფოცხვერაშვილი,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსის სტუდენტი
  124. გიორგი ბარბაქაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებეთა ფაკულტეტი,პირველი კურსი არქეოლოგია, მაგისტრანტი.
  125. ხატია კირვალიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.
  126. სალომე ხიჯაკაძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის , მეოთხე კურსის სტუტდენტი.
  127. ანანო თევზაძე ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მეოთხე კურსი.
  128. მირიან სახვაძე ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მეოთხე კურსი.
  129. თათია იორდანიძე,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი
  130. მარიამ კაკაურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  131. ნინო კაპანაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
  132. თამარ ზარგინავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსის სტუდენტი.
  133. საბა ცაავა,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  134. ელენე ხუცურაული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსის სტუდენტი
  135. ანა ჭურღულია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსის სტუდენტი
  136. ლელუკა გაბრავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მეოთხე კურსი
  137. თამარი ჩიხრაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.
  138. ნინო ხუციშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,მესამე კურსის სტუდენტი
  139. მართა წკეპლაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსის სტუდენტი
  140. ანა-მარია ჭიჭინაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
  141. თეკლე ჩარკვიანი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
  142. მარიამ ზაკალაშვილი,ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი,ქართული ფილოლოგია, მესამე კურსი
  143. გიორგი ზაკალაშვილი,ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი,ისტორია,მესამე კურსი
  144. გელა ბიჭიკაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი IV კურსი
  145. მარიამი ნათენაძე-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი
  146. გიორგი სულხნიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი
  147. ანი ჭინჭარაული , ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი
  148. გიორგი კობახიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი II კურსი
  149. თეო ფირცხელანი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული
  150. თემურ სიხარულიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი
  151. თინა რუსიტაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი.
  152. ანასტასია ჯღარკავა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული
  153. ქეთევან ბაღიშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი.
  154. ცოტნე ირემაძე-ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი
  155. ცოტნე ირემაძე-ჰუმანიტარულიმეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი
  156. ნონა ჩხიკვიშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი
  157. ნიკა უცუნაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი
  158. ნინო ძიმისტარაშვილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეორე კურსი
  159. ლანა ბენდელიანი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი
  160. ცოტნე ქარდავა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი
  161. ლიზი კორკელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი
  162. თამრო ღურწკაია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მეორე კურსი
  163. ილია ჭანტურია. სოციოლოგიის მაგისტრანტი.
  164. ქრისტინე შენგელია-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი.
  165. ლილი ლუაშვილი- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
  166. ქეთი ჭაუჭიძე ქართული ფილოლოგია მესამე კურსი

თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. 2 პირი, მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს. პროკურატურა მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.