სტუდენტები მსვლელობით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ. ახალგზარდების თქმით, მათი მიზანია, გააგონონ ხელისუფლებას მთავარი სათქმელი – „არა რუსულ კანონს”.

აქციის მონაწილეებს მმართველი პარტიის ოფისთან პოლიციის კორდონი დახვდათ. სტუდენტებს სურთ მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ ოფისთან, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„რუსებო, რუსებო” – სკანდირებენ ისინი.

სტუდენტები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაირძნენ, შემდეგ კი „ტიფლის პალასთან” გადაინაცვლეს, სადაც დღეს, სავარაუდოდ, ФСБ-სთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ კონფერენცია ჩაატარა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ „არა რუსეთს”, „არა რუსულ კანონს”. მოგვიანებით, კი შენობას კვერცხები ესროლეს.