სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

პუბლიკა

„არა რუსულ კანონს“ – სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 28 სახელმწიფო და საჯარო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფებმა პროტესტის მიზნით გაფიცვა დააანონსეს.

გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სამხატვრო აკადემია;
  • GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • საქართველოს უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  • სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
  • ალტე უნივერსიტეტი;
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • საავიაციო უნივერსიტეტი;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
  • ევროპის უნივერსიტეტი;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
  • სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  • ბათუმის საზღვაო აკადემია