15 უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს პარლამენტის წინ „სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის“ წაიკითხეს.
სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი ხვალინდელ აქციას – „შინ ევროპისკენ!“ უერთდებიან.
გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს:
„Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სიტყვის თავისუფლებას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ განათლებას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ დამოუკიდებელ სასამართლოს;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ სამართლიან არჩევნებს;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თანასწორობას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ წარმატებულ ეკონომიკას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ღირსეულ სამუშაო გარემოს;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ ანტირუსეთულ პოლიტიკას;
Ჩვენ, საქართველოს სტუდენტები ვირჩევთ თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.“