სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში პრემიერს ელოდნენ, ძალადობრივი ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ელოდნენ, რათა რუსული კანონი გაეპროტესტებინათ, ხელისუფლებამ ძალადობრივი დაჯგუფება დაუპირისპირა.

რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომელთაც სურდათ უნივერსიტეტის ეზოში ბანერებით დამდგარიყვნენ.

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ლექციას ატარებს.

ტელეკომპანიების გადაღებულ კადრებში ჩანს მობილიზებული პოლიციაც, თუმცა ამის მიუხედავად სტუდენტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მიეცათ.