სტუდენტები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, გავრცელებულ კადრებს განცხადებით ეხმაურებიან.
„სტუდენტები, პირველ ყოვლისა, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელიც იყო ამოჭრილი და კონტექსტიდან ამოვარდნილი ,რითიც მოხდა ჩვენი მოძრაობის მიზნების არასწორი ინტერპრეტირება და უნივწრსიტეგის სისტემის მსხვერპლი სტუდენტები მოძალადედ წარმოჩენა.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მივიჩნევთ!!!
სიტუაციის უკეთ გასააზრებლად, უნდა აღვწეროთ ფაქტორები, რომლებმაც მასტიმულირებელი როლი ითამაშა:
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მრავალთვიანი საპროტესტო აქციის ფონზე, როდესაც ადმინისტრაციას პასუხები არ აქვს, როდესაც რექტორი არ გვხდება, ხოლო რექტორის ცარიელი კაბინეტის წინ ათობით მცველი დგას, პროტესტის გრძნობა მწვავდება აქციის ყოველ მონაწილეში.
მეორეც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მათთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა.
მესამეც, სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა „რექტორის კაბინეტს“.
ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი.
ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთლობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზამნიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის.
აქციის მონაწილეებმა დაცვის თანამშრომლებს მოვუწოდეთ, რომ მოეცათ ჩვენთვის 109-ე აუდიტორიაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა და უარის მიღების მიუხედავად, დაძაბულობის ფონზე შევძელით რექტორის კაბინეტის დაკავება.
მიუხედავად 10 ივნისის გადაცდომისა, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული.
სტუდენტური მოძრაობა უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბება 4 მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:
1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. ფინანსური გამჭვირვალობა!
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!” – ვკითხულობთ განცხადებაში.