სტუდენტური მოძრაობის წევრს, ნიკო მანაგაძეს თსუ-თან თავს დაესხნენ

პუბლიკა

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრს, ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან თავს დაესხნენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მაგდა მემანიშვილი ამბობს, მანაგაძეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ოთხამდე უცნობი პირი სასტიკად გაუსწორდა.

„თსუ-ს პირველი კორპუსიდან გამოვდიოდი, ზებრასთან ვიდექი უკვე, უკნიდან ვიგრძენი დარტყმა, არც დამინახავს… მერე მოვიდა მეორე მესამე, მეოთხე უკვე, აღარც მახსოვს რამდენი იყვნენ”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატეს.